მთავარიპოლიტიკა

სომხეთი აირჩიეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად

სომხეთი 194 ქვეყანას შორის 144 ხმით აირჩიეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა სომხეთის პრემიერ- მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

”ეს არის  ჩვენი ქვეყნის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალზე დიდი ნდობის დამოწმება, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების სფეროში.”

საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი ვალდებულია იმუშაოს და ითანამშრომლოს ყველა პარტნიორთან ადამიანის უფლებების დღის წესრიგის გასამყარებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button