საზოგადოება

ერევანში დაიწყო ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია “განათლება ყველასათვის”

ერევანში დაიწყო ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია “განათლება ყველასათვის”, რომლის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ  სომხეთის  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი არაიკ ჰარუთიუნიანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

როგორც “არმენპრესი” იუწყება მსგავსი ხასიათის კონფერენცია პირველად იმართება სომხეთში, ხოლო ბოლო მასპინძელი ნეპალი იყო. კონფერენციაში მონაწილეობს  დაახლოებით 75 ქვეყნის 450 წარმომადგენელი.

სომხეთში იმყოფებიან  ლიხტენშტეინის პრინცესა ტატიანა, “მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის” 2019 წლის ტიტულის მფლობელი პიტერ ტაბიჩი და მსოფლიო ბანკის გლობალური განათლების პრაქტიკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ხელმძღვანელი ჰარი პატრინოსი.

კონფერენცია გაგრძელდება 23 ოქტომბრამდე. კონფერენციის მთავარი მიზანია მოამზადონ მოწავლეები ამ ცვლილებად მსოფლიოში ადაპტირებისათვის.

ნახეთ მეტი
Back to top button