პოლიტიკა
ზოჰრაბ მნაცაკანიანი სამუშაო ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი 21-22 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.
ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩანაწერი გააკეთა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს სპიკერმა ანა ნაღდალიანმა.
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ბრიტანელ კოლეგებთან.
ასევე დაგეგმილია შეხვედრა წამყვანი ბრიტანული მედიის წარმომადგენლებთან.