ეკონომიკა

თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” იწყება

თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” იწყება. მასში მონაწილეობისათვის 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგატებმა თბილისში შეკრება უკვე დაიწყეს. ფორუმს ხელისუფლებისა და ბიზნესის მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრებიან. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს სატელევიზიო არხი „რუსთავი-2“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძის თქმით, ფორუმის მიზანი საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაა.

“ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი – ეს ის თემატიკა არის, რომლის ირგვლივაც გაიმართება სხვადასხვა დისკუსიები, როგორც პოლიტიკოსების დონეზე, ასევე კერძო სექტორიც იქნება ჩართული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ქვეყნის მნიშვნელობას, როგორც სავაჭრო ჰაბს, როგორც სატრანსპორტო დერეფანს და კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია დაინტერესდება საქართველოში ოპერირებით,”- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

სტუმრებს შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი იქნება. ორ დღ

ნახეთ მეტი
Back to top button