ეკონომიკამთავარი

ინვესტორების ინტერესი სომხეთიის მიმართ იზრდება

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სომხეთის ეკონომიკური პროგნოზების გაუმჯობესება კარგი იმპულსია, იზრდება ინვესტორების ინტერესი სომხეთის მიმართ. “არმენპრეს” – ის ინფორმაციით, ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა ეკონომისტმა ინგა ღალაიანმა და აღნიშნა, რომ მაჩვენებლების გაუმჯობესება დაკავშირებულია რიგ ფაქტორებთან.

”ისინი აკვირდებიან ქვეყანაში არსებულ შიდა ვითარებას, ხედავენ რა პოლიტიკა ხორციელდება. ისინი ითვალისწინებენ ჩრდილების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, საგადასახადო რეფორმებს, ამის გარდა შეინიშნება, რომ ინფლაციური ზეწოლა არ არსებობს და, რაც მთავარია, სტაბილურობაა სომხეთის ფინანსურ ბაზარზე. მოგეხსენებათ, მსოფლიო ბანკმაც ასევე გააუმჯობესა ჩვენი კონკურენტუნარიანობის ინდექსი”,- აღნიშნა ინგა ღალაიანმა.

ეროვნული კრების ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის”  წევრის არტაკ მანუკიანის თქმით, სომხეთი იმ ერთეულ ქვეყანათაგანია, რომელთა ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით გაუმჯობესება იქნა პროგნოზირებული.

ნახეთ მეტი
Back to top button