ეკონომიკა

ირანსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის დამაკავშირებელი რგოლის როლი სომხეთს დამატებით უპირატესობებს ანიჭებს: რუსეთის ელჩი

24News.am- სთან ინტერვიუში, სომხეთში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სერგეი კოპირკინმა ილაპარაკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა  და ირანს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე  და ხაზი გაუსვა სომხეთის როლს ამ ურთიერთობების განვითარებაში.

”ირანის მონაწილეობა ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოების საქმიანობაში მისასალმებელია,  რადგან ირანი არის ძლიერი ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი ეკონომიკური პოტენციალი და თანამშრომლობის ის სფერო, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ბუნებრივია, ქმნის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივას.” – თქვა ელჩმა.

ილაპარაკა რა  სომხეთის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის თავმჯდომარეობის  შესახებ ელჩმა აღნიშნა, რომ სიმბოლურია ის, რომ სომხეთი აქ სერიოზულ შესაძლებლობებს ხედავს. ”იმის გათვალისწინებით, რომ ირანი სომხეთის მეზობელი ქვეყანაა და ირანის ჩართვა  ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში,ყველა მიმართულებით დადებითი ფაქტორია”, – თქვა ელჩმა.  

დიპლომატის თქმით, სომხეთი შეიძლება გახდეს ირანსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის დამაკავშირებელი რგოლი, რაც საშუალებას მისცემს სომხეთს დამატებითი  დივიდენტები მოიპოვოს როგორც ეკონომიკის,  ისე პოლიტიკურ სფეროშიც.

ნახეთ მეტი
Back to top button