მთავარიპოლიტიკა

პრიზის ,,ავრორა“ მეოთხე ლაურეატად ცნობილი გახდა მირზა დინა

პრიზის ,,ავრორა“ ყოველწლიური დაჯილდოების მეოთხე ლაურეატად აღიარებულ იქნა  ორგანიზაციის ,,საჰაერო ხიდი ერაყის“ (LuftbrückeIrak) თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი მირზა დინა. ჰუმანიტარული მისწრაფებებით შთაგონებულმა მირზა დინამ გადალახა მრავალი ბიუროკრატიული და საგზაო დაბრკოლებები და შეძლო დახმარება გაეწია იეზიდთა საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრებისათვის სირიასა და ერაყში მრავალი კონფლიქტის დროს. მირზა დინა გამოცხადდა 2019 წლის ,,ავრორა“-ს პრემიის ლაურეატად ,,ავრორა“-ს ფორუმის ფარგლებში ერევანში გამართული საზეიმო ცერემონიის დროს. ,,ავრორა“-ს პრემია გადაეცემა სომეხთა გენოციდს გადარჩენილთა სახელით, მათი გადამრჩენების მადლიერების ნიშნად.

როგორც ,,ავრორა“ პრიზის ლაურეატი, მირზა დინა მიიღებს $ 1,000,000 ჯილდოს, რომელიც საშუალებას მისცემს მას გააგრძელოს ჰუმანიტარული ჯაჭვი, მხარდაჭერა აღმოუჩინოს რა იმ სამ ორგანიზაციას, რომლებმაც თავის დროზე შთააგონეს ის.

ნახეთ მეტი
Back to top button