პოლიტიკა

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერება

ლონდონში დღეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერება. დოკუმენტი ძალაში ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდგომ ამოქმედდება.

შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას.

დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის. 

დოკუმენტზე ხელმოწერისთვის ლონდონში საგანგებოდ ჩაფრინდა საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირი. დავით ზალკალიანი უკვე შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგებს და საელჩოს ახალი შენობა მოინახულა.

ნახეთ მეტი
Back to top button