პოლიტიკა

სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს იაპონიაში შეხვედრა ექნებათ

იაპონიაში ვიზიტის დროს სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს და მის ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილს შეხვედრა ექნებათ. როგორც “არმენპრესი” იუწყება, განცხადება განთავსებულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე.

ორი ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან ტოკიოში იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს ინაუგურაციას. განცხადებაში არ არის მითითებული რა საკითხებზე იმსჯელებენ სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტები. ორი ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ვაჭრობაში, ტრანსპორტში, ტურიზმში, რაც დასტურდება ოფიციალური სტატისტიკით. გასულ კვირას ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button