
სრ მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა, ჰაკობ არშაკიანმა, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ხელოვნური ინტელექტის მინისტრ ომარ ბინ სულთან ალ-ოლამასთან ერთდ განიხილა მაღალტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები. ამის შესახებ თავის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა მინისტრმა ჰაკობ არშაკიანმა.
”არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელოვნური ინტელექტის მინისტრ ომარ ბინ სულთან ალ ოლამასთან ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაფართოოთ და ინსტიტუციონალურ საყრდენზე დავდოთ სომხეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის თანამშრომლობა ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა მაღალტექნოლოგიურ სფეროებში. მინისტრმა სიამოვნებით მიიღო ჩემი მოწვევა სომხეთში ჩამოსასვლელად”,-აღნიშნა ჰაკობ არშაკიანმა.