მთავარიპოლიტიკა

ზოჰრაბ მნაცაკანიანი: არსებობს პოტენციალი სომეხ-ბრიტანეთის ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანის მიმართულებით

ლონდონში სამუშაო ვიზიტის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრი  ზოჰრაბ მნაცაკანიანი შეხვდა ევროპულ და ამერიკულ საკითხებში ახლადდანიშნული სახელმწიფო მდივანს კრისტოფერ პინჩერს. მინისტრმა მთაცაკიანმა აღნიშნა, რომ ყველა წინაპირობა არსებობს სომხეთ-ბრიტანეთის ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე ასაყვანად და ორმხრივი თანამშრომლობის გასაფართოებლად. ამ კონტექსტში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ყველა დონეზე დინამიური დიალოგის შემდგომი შემუშავების მნიშვნელობას, რათა სრულად ისარგებლონ სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პოტენციალით.

მინისტრმა მნაცაკანიანმა თავის კოლეგას წარუდგინა სომხეთის მთავრობის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი რეფორმების დღის წესრიგი, რომლებიც მიმართულნი არიან  დემოკრატიის განმტკიცებისკენ, ადამიანის უფლებების დაცვასა და ფუნდამენტური თავისუფლებებისკენ.

ნახეთ მეტი
Back to top button