მთავარიპოლიტიკა

თანამშრომლობის პოტენციალი საკმაოდ დიდია: შეხვდნენ სომხეთისა და ესტონეთის პრეზიდენტები

დღეს, სამუშაო ვიზიტით იაპონიაში მყოფი პრეზიდენტი არმენ  სარგსიანი შეხვდა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კერსტი ​​კალიულაიდს. როგორც გვაცნობეს სომხეთის პრეზიდენტის აპარატიდან ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ისაუბრეს ურთიერთმომგებიანი  თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე, შეთანხმდნენ, რომ პოტენციალი დიდია და ორ ქვეყანას შეუძლია წარმატებით ითანამშრომლოს მრავალ სფეროში.

მხარეები  ასევე შეეხნენ სომხეთ-ევროკავშირის დღის წესრიგს, კერძოდ აღმოსავლური პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას. საუბრისას ხაზი გაესვა ადამიანებს შორის კონტაქტების განვითარების აუცილებლობას, პრეზიდენტმა სარგსიანმა ამ კონტექსტით დიდი მნიშვნელობა მიანიჭა  ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის  მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას.

ნახეთ მეტი
Back to top button