სპორტი
ლევონ არონიანი მეოთხეა კუნძულ მენის ტურნირში

სომხეთის ჭადრაკის მამაკაცთა გუნდის წევრი ლევონ არონიანი მეოთხეა კუნძულ მენის ტურნირში.
“არმენპრესი”–ს უწყებით, 11 ტურის შემდეგ არონიანმა 7,5 ქულით მე -4 ადგილი დაიკავა. ტურნირის გამარჯვებული ჩინელი ჰაო ვანგი გახდა. მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი მხოლოდ მეექვსე იყო.
სომხეთის სხვა წარმომადგენლებიდან ჰრანტ მელქუმიანი 21-ე ადგილზეა, რობერტ ჰოვჰანნისიანი 37-ზე, ვლადიმერ ჰაკობიიანი 50-ზე, გაბრიელ სარგსიანი 54-ზე, სერგეი მოვსესიანი 104-ზე.