რუმინეთში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე “სომხეთის ხავერდოვანი რევოლუცია”
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიურ ინსტიტუტში გაიმართა მრგვალი მაგიდა და ფოტოგამოფენა სახელწოდებით “სომხეთის ხავერდოვანი რევოლუცია”. როგორც იუწყებიან რუმინეთში სრ საელჩოდან, გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ რუმინეთში სრ ელჩი სერგეი მინასიანი და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ მეზობლობასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს უფროსი, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებით სპეციალური კოორდინატორი, ადრიანა სტანესკუ, რომლებიც შეეხნენ ხავერდოვანი რევოლუციის მნიშვნელობას, როგორც სომხეთის შიდა პოლიტიკური ცხოვრების და დემოკრატიული პროცესების, ასევე სომხეთის საგარეო პოლიტიკის კონტექსტში, სომხეთ-რუმინეთის ურთიერთობების ჩათვლით. ქალბატონმა სტანესკუმ აღნიშნა, რომ რუმინეთი გააგრძელებს სომხეთის და სომხეთის ხელისუფლების მხარდაჭერას რევოლუციურ რეფორმებში და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში.