მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთის ავერნ-რონ-ალპეს რეგიონის დელეგაციამ პატივი მიაგო გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას

საფრანგეთის ავერნ-რონ-ალპეს რეგიონის დელეგაცია რეგიონის ხელმძღვანელის როლან ვოქიენის  ხელმძღვანელობით 22 ოქტომბერს ეწვია სომხეთის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ კომპლექსსა და  სომხეთის გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტს.  საფრანგეთის დელეგაციამ გვირგვინით შეამკო  სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალური კომპლექსი.  დელეგაციის წევრებმა ასევე ყვავილები განათავსეს მარადიულ ცეცხლთან  და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს წამებულთა  ხსოვნას. შემდეგ ისინი  ეწვივნენ სომხეთის გენოციდის მუზეუმს, გაეცნენ მუზეუმის ექსპონატებს, მიიღეს დეტალური ინფორმაცია სომხეთის გენოციდის ისტორიის შესახებ. ვიზიტის დასასრულს, ბატონმა ვოქიენმა ჩანაწერი გააკეთა სამახსოვრო წიგნში.

” ოსმანეთის იმპერიაში ძალადობასა და საკუთარ ოჯახში სიკვდილს დაქვემდებარებული სომეხი ხალხის ხსოვნის უკვდავსაყოფად.  დაე,  სამომავლოდ  ცრემლს სიცილი არ დაეთრგუნოს, სომხეთი ჩვენ გვავალდებულებს, რომ დავიცვათ ის”, – წერს ლორან ვოქიენი.

ნახეთ მეტი
Back to top button