მთავარიპოლიტიკა

არმენ სარგსიანი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს

სომხეთის პრეზიდენტი  არმენ  სარგსიანი ტოკიოში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. როგორც  გვაცნობეს სრ პრეზიდენტის აპარატიდან, ორი ქვეყნის პრეზიდენტები, მსოფლიოს მრავალ ლიდერთან ერთად, ესწრებიან იმპერატორ ნაროჰიტოს ოფიციალურ ინაუგურაციას იაპონიის დედაქალაქში, “ჩვენ კარგი მეზობლები ვართ და ყოველთვის სიამოვნებაა მეგობრული ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომეხ და ქართველ ხალხებს აქვთ ათასწლოვანი მეგობრობის ისტორია. არმენ სარგსიანი მიესალმა  სალომე ზურაბიშვილს და აღნიშნა, რომ   ”ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის საკმაოდ ფართო სპექტრი და, რა თქმა უნდა, უზარმაზარი პოტენციალი. ჩვენი თანამშრომლობის შესაძლებლობები გაცილებით მეტია, და ერთად ჩვენ შეგვიძლია ბევრად მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის. “

თავის მხრივ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას გრძელი გზა აქვს გასავლელი და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენებენ ისინი რეგიონში არსებულ დიდ პოტენციალს. მან თავის სომეხი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შესახებ. კერძოდ, პრეზიდენტმა სარგსიანმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობას სხვადასხვა საპრეზიდენტო ინიციატივების ფარგლებში, რომელიც შესაძლებელია  შეიცავდეს ახალ ტექნოლოგიებსა  და განათლებას.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალურ თანამშრომლობასა და განვითარებასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ კავკასია არის რეგიონი, სადაც სხვადასხვა ცივილიზაცია და კულტურა ერთმანეთს ეჯვარება  და თანამშრომლობის შესაძლებლობები და ერთობლივი პროექტები საკმაოდ მრავალფეროვანია.  მათი აზრით ურთიერთპატივისცემა, ტოლერანტობა და სტაბილურობა  მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა  პროგრესის მისაღწევად.

ნახეთ მეტი
Back to top button