პოლიტიკა
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრაზე დაიდება კანონპროექტი, რომელიც ცნობს სომეხთა გენოციდს
აშშ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოთ ენგელმა და კონგრესის სომხურ საკითხთა კომიტეტის თანათავმჯდომარემ ფრენკ ფალონმა აცნობეს, რომ წარმომადგენელთა პალატა მალე კენჭს უყრის სომეხთა გენოციდის შესახებ კანონპროექტს, იუწყება ამერიკის სომხეთის ეროვნული კომიტეტი. ასევე განიხილება თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი.
კონგრესმენების ინიციატივას მიესალმა ამერიკის სომხეთის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი არამ ჰამბარანი.