მთავარიპოლიტიკა

გერმანია გააგრძელებს სომხეთში რეფორმების მხარდაჭერას: პრემიერ მინისტრმა მიიღო გერმანიის ელჩი

სომხეთის  პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო სომხეთში გერმანიის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიხეილ იოჰანეს ბანძაფი.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ გერმანია არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვის და ორმხრივი თანამშრომლობის კარგი დინამიკაა რეგისტრირებული ბოლო 1,5 წლის განმავლობაში. პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერას სომხეთში მიმდინარე რეფორმების მიმართულებით,  მათ შორის დემოკრატიის განვითარებაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და სხვა .  ”ჩვენი მიზანი ერთია – მივიყვანოთ სომხეთი დემოკრატიისა და ანტიკორუფციულობის უმაღლეს სტანდარტებამდე ” – თქვა მან.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ილაპარაკა გერმანიასთან ძლიერი ეკონომიკური კავშირების არსებობის , KFW ბანკთან და GIZ– ს მჭიდრო თანამშრომლობის,  სხვადასხვა ეკონომიკური და სოციალური პროგრამების ეფექტურად განხორციელების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთ-გერმანიის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის გააქტიურების აუცილებლობას.

ელჩმ ბანძაფმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა გააგრძელებს სომხეთში რეფორმების  მხარდაჭერას.

პრემიერ მინისტრმა და ელჩმა განიხილეს სომხეთის და გერმანიის თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები:  ენერგეტიკის, მშენებლობის, ინდუსტრიის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სხვა სფეროებში.

ნახეთ მეტი
Back to top button