სპორტი

ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ სომეხ მოჭადრაკეთა ქალთა და ვაჟთა გუნდები

სომხეთიდან ათი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას ევროპის 22-ე გუნდურ ჩემპიონატში, რომელიც გაიმართება საქართველოს ქალაქ  ბათუმში. ვაჟთა ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 200 მოჭადრაკე 40 ქვეყნიდან, ქალთა  ჩემპიონატში კი 160 ქალი მოჭადრაკე 32 ქვეყნიდან. ჩემპიონატი შედგება 9 ტურისგან და დაიწყება 24 ოქტომბერს.

“არმენპრეს”-ის უწყებით,   ვაჟთა შეჯიბრში სომხეთის წარმომადგენლები იქნებიან: ლევონ არონიანი, გაბრიელ სარგსიანი, ჰრანტ მელქუმიანი, ჰაიკ მარტროსიანი და არმან ფაშიკიანი. ქალთა ჩემპიონატში იასპარეზებენ ელინა დანიელიანი, სირანუშ ღუკასიანი, ლილით მკრტჩიანი, მარია გევორგიანი და ანა სარგსიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button