ლუვრში ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა
ქართველი და აზერბაიჯანელი მხატვრების ნამუშევრები ესმერ ნარიმანბეკოვას პავილიონშია გამოფენილი
,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ქართველი და აზერბაიჯანელი მხატვრების ნამუშევრები ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე Art Shopping პარიზში ლუვრის სამუზეუმო კომპლექსის გალერეაში Carrousel du Louvre გამოფინეს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი” ქვეყნის დამსახურებული მხატვრის ესმერ ნარიმანბეკოვაზე დაყრდნობით.
ნამუშევრები მუზეუმში ნარიმანბეკოვას პავილიონში ASMAR Art არის წარმოდგენილი.
პავილიონში საკუთარი ნახატები წარმოადგინეს აზერბაიჯანიდან ეგიანა ასადოვამ, საჰიბ ასადლიმ, საქართველოდან – ლელა ტაბლიაშვილმა, ინგა გაბაშვილმა, მანანა სუხიტაშვილმა, რუსკა ზვიადაძემ, ეკა ეგაძემ, თურქეთიდან – მუზაფერ გენჩერმა, იტალიიდან ანა კასეიმ და სხვა.
ნამუშევრებმა გამოფენის Art Shopping სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია.