ეკონომიკა
ბიზნესის კეთების სიმარტივით სომხეთი 47-ე ადგილზეა 190 ქვეყანას შორის

მსოფლიო ბანკის ,,ბიზნესი 2020“ ანგარიშში, წელს, სომხეთი 190 ქვეყნიდან 47-ე ადგილზეა. ამის შესახებ იტყობინება მსოფლიო ბანკის სომხეთის ოფისი.
”ბიზნესის კეთების სიმარტივის შეფასების ქულის თვალსაზრისით, რაც არსებითად წარმოადგენს ქვეყნის დარეგულირების შესრულების აბსოლუტური დონის შეფასებას, სომხეთის რეიტინგი გაიზარდა. ,,ბიზნესი 2019“–ში შეადგენდა 73,2 და ,,ბიზნესი 2020“–ში კი შეადგინა 74.5–ი“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის სომხეთის ოფისის ხელმძღვანელმა სილვი ბოსუთღომ.