მთავარიპოლიტიკა

სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ბრატისლავაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის შუამავლობით

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის შუამავლობით, უახლოეს მომავალში გაიმართება სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეები განიხილავენ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებს. ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ,  სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა განუცხადა ამერიკის ხმას:  “ველოდები უახლოეს მომავალში ორი  საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობას ბრატისლავაში”,-აღნიშნა ლაიჩაკმა.

მან ასევე შეაფასა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების მცდელობები კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით.

”ჩვენ წელს დადებითი პროცესების მომსწრე გავხდით, ეს იყო – დიალოგი ლიდერებს შორის და დიალოგი მინისტრების დონეზე. ამავ დროს დარეგისტრირდა მეტად შემაშფოთებელი შეხების ხაზზე, რასაც მოჰყვა ადამიანის მსხვერპლი, მაგრამ ამჟამად სიტუაცია სტაბილურია“.

ნახეთ მეტი
Back to top button