
სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი შეხვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თრუნავას.
როგორც სომხეთის ვიცე-პრემიერის ოფისიდან გვაცნობეს, შეხვედრისას ტიგრან ავინიანმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას აქვს საკმაოდ დიდი გამოუყენებელი პოტენციალი ეკონომიკურ სფეროში და აუცილებელია სომხეთ-საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ახალი და პათოსური პროგრამების განხორციელებით. ამასთან დაკავშირებით, სომხეთის ვიცე-პრემიერმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ამ ზაფხულს სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისო კომისიის სხდომის გამართვას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.
მხარეებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის, მიკროჩიპის დიზაინის, სატელიტური კომუნიკაციის, განახლებადი ენერგიის სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობები და შეთანხმდნენ, რომ შეისწავლონ ამ სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ანტიმონოპოლიზმის მიმართულებით.