ეკონომიკა

არმენ სარგსიანი შეხვდა იაპონელ ბიზნესმენებს

სამუშაო ვიზიტით იაპონიაში მყოფი სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი ტოკიოში იაპონელ ბიზნესმენთა ჯგუფს შეხვდა.

როგორც  განაცხადეს პრეზიდენტის პრესსამსახურში, პრეზიდენტმა სარგსიანმა ბიზნესმენებს წარუდგინა სომხეთის საინვესტიციო და სა კონკურენციო შესაძლებლობები, ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ ჩვენი ქვეყანა ღიაა თანამშრომლობისთვის. მან აღნიშნა, რომ  სომხეთი, როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის  წევრი, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, ქმნის კარგ შესაძლებლობებს ბიზნესმენებისთვის და შეუძლია იყოს ხიდი სხვა ქვეყნების ბაზრებზე გასასვლელად.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის მზად არის დაეხმაროს სომხეთთან თანამშრომლობით დაინტერესებულ კომპანიებს.

ნახეთ მეტი
Back to top button