პოლიტიკა

ბათუმში NATO-ს სამი ხომალდი შემოვა – ერთობლივი წვრთნები შავ ზღვაზე

25 ოქტომბერს ბათუმის პორტს დატოვებს ამერიკული სამხედრო ხომალდი, თუმცა, ამავე დღეს პორტში ნატოს სამი გემი შემოვა, რომლებიც ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთში (SNMCMG2) შედიან.

შენაერთში შედიან საფლაგმანო ხომალდი ITS VESUVIO (იტალია) და ხომალდები ITS NUMANA (იტალია) და TCG AMASRA (თურქეთი). ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს.

შავი ზღვის დატოვებამდე ამერიკული საზღვაო ხომალდის USS Porter-ის ეკიპაჟი და საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახური ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და სანაპირო დაცვას არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობისათვის. ხვალ ვგეგმავთ ერთობლივი წვრთნების ჩატარებას სანაპირო დაცვასთან ერთად, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს,“ – განაცხადა USS Porter-ის მეთაურმა ქრეიგ ტრენტმა ბათუმის პორტში ჟურნალისტებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button