დავით ტონოიანმა მირჩა ჯეოანასთან ერთად განიხილა სომხეთ-ნატო-ს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები

ავღანეთში ნატოს “გადამწყვეტი მხარდაჭერის” მისიისთვის ძალების მიმწოდებელი წევრ ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი 24-25 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, დავით ტონოიანი შეხვდა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯეოანას.
მხარეებმა განიხილეს სომხეთ-ნატო-ს თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთის მონაწილეობას კოსოვოსა და ავღანეთის მისიებში.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თხოვნით, თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა სომხეთის მხრივ სირიაში განხორციელებული ჰუმანიტარული მისიის პროცესი, მიზნები, მისიის შესაძლებლობების გაფართოება და გეოგრაფია.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიისა და შუა აღმოსავლეთის რეგიონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.