მთავარიპოლიტიკა

ევროსაბჭო გააგრძელებს სასამართლო რეფორმების მხარდაჭერას სომხეთში: ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი არარატ მირზოიანი სტრასბურგში შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეჩნიოვიჩ ბურიკს  ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეთა  კონფერენციის ფარგლებში.

როგორც გვაცნობეს სრ  ეროვნული ასამბლეიდან, მარია ბურიჩმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭო დიდი ყურადღებით და ენთუზიაზმით თვალყურს ადევნებს სომხეთში განხორციელებულ რეფორმებს, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ეროვნული ასამბლეის დიდ  როლს ამ კონტექსტში  და თქვა, რომ ორგანიზაცია მზადაა კვლავ გააგრძელოს სხვადასხვა ხასიათის დახმარებები.

არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ  რეფორმების პროცესში  სომხეთი ევროსაბჭოს ყველა სტრუქტურასთან    მჭიდროდ  თანამშრომლობს და  სომხეთი  ამ რეფორმებს წარმატებით დაასრულებს.

მხარეებმა განიხილეს სომხეთის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების  მიმდინარეობასტან, ასევე ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის ეფექტური მექანიზმების დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button