პოლიტიკა

ამ დროისთვის დაგეგმილი არ არის სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა

ამ დროისთვის არ არის დაგეგმილი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერთა შეხვედრა, უახლოეს თვეებში მოსალოდნელია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრების გაგრძელება. “არმენპრეს” – ის გადმოცემით, ამის შესახებ განაცხადა სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ეკატერინა ზახარიევასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე

მისი თქმით, დღის წესრიგი ეხება როგორც მშვიდობიანი მოგვარების უშუალო საკითხებს, ასევე იმ გარემოს, რომლის ფარგლებშიც ხდება მშვიდობის მოგვარება. ”აშხაბადში იყო ლიდერთა კონტაქტი, რაც მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებელი გახდა მხარეთა განსაზღვრული მიდგომისა და პრინციპის კიდევ ერთხელ დადასტურება, რაც ასევე ეხება მშვიდობის ხელშემწყობ გარემოს”, – აღნიშნა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა, შეეხო რა სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის 11 ოქტომბერს შემდგარ კომუნიკაციას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კონკრეტულად ქაღალდზე ჩამოყალიბებულ  ფორმულირებებზე ჯერ მუშაობა არ ხდება.  ”მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვმუშაობთ სხვადასხვა პრინციპებსა და პარამეტრებზე, რათა განვსაზღვროთ, თუ როგორ შეიძლება აშენდეს მხარეთა შორის ვალდებულებების აუცილებელი თანაზომიერება. 27 წლის განმავლობაში არსებობდა სხვადასხვა იდეა, სხვადასხვა დოკუმენტი, ბოლო მათგანი იყო ყაზანის დოკუმენტი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ძალიან კარგად და მკაფიოდ არის გათვითცნობიერებული მთიანი ყარაბაღის საკითხში და ის ცდილობს სხვადასხვა ნიუანსებში ჩაწვდომას”, -განაცხადა მინისტრმა მნაცაკანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button