
სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა შეაჯამა იაპონიაში ვიზიტის შედეგები. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
”მე ვაფასებ იაპონიის პრემიერ- მინისტრ შინძო აბესთან შეხვედრას, როგორც დადებითს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ სომხურ-იაპონური ბიზნესფორუმის მოსაწყობად. ეს სავარაუდოდ იაპონიაში მოხდება, რომ სომხეთი უფრო ფართოდ წარუდგეს იაპონიასა და იაპონელ ბიზნესმენებს. ”- თქვა არმენ სარგსიანმა, პასუხი გასცა რა ტელეკომპანია „შანთის“ კორესპოდენტის შეკითხვას იაპონიაში ვიზიტის შედეგებზე.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ერთად მუშაობისთვის, პირველ რიგში, ერთმანეთი უნდა გაიცნონ. ეს ფორუმი საშუალებას მისცემს წარმოაჩინოს სომხური სამეცნიერო და სამრეწველო პოტენციალი მათემატიკური მოდელირების, ფართომასშტაბიან მონაცემთა მართვის და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში“.