
სომხეთის ეკონომიკურ პროცესებში პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნებულია. ეროვნულ ასამბლეაში 2020 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს, სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური განწყობა კვლავ კარგია.
”2019 წლის ბიუჯეტს საფუძვლად ედო 4.9 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. დღეს, თუ ჩვენ გადავხედავთ იანვარ-სექტემბრის ჩვენს მაჩვენებლებს, ვნახავთ, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაცილებით მეტია. ჩვენ უფრო კონსერვატიული სცენარით ვხელმძღვანელობთ, ბიუჯეტს საფუძვლად ვუდებთ კონსერვატიულ, და არა ოპტიმისტურ პროგნოზებს, მაგრამ უფრო მეტს ვცდილობთ”, –”არმენპრეს”-ის ცნობით აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა”.
პრემიერ-მინისტრმა შენიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღმავლობის ტენდენციით გადამეტებით შეაფასეს სომხეთის ეკონომიკური ზრდის შესახებ შეფასებები.
”შესაბამისად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით გვაქვს 9,7% ინდუსტრიული წარმოების მოცულობის, 4.4% მშენებლობის, 8.8% სავაჭრო ბრუნვის და 15.5% მომსახურების ზრდა. ჩვენ ასევე გვაქვს საშუალო ხელფასის ზრდა 5,9%. ამ წლის პირველ 10 თვეში ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 7.9% -ით”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.