საზოგადოება

პრეზიდენტის გვერდი დაჰაკეს და იქ მიხეილ სააკაშვილის ფოტო დატოვეს

პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, კიბერშეტევები ვებგვერდზე ხშირად ხდება და აიტი სამსახური მათ მოგვარებაზე მუშაობს

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდი დაჰაკეს. საიტის გახსნისას ჩნდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკააშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).

პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, კიბერშეტევები ვებ-გვერდზე ხშირად ხდება და აიტი სამსახური მათ მოგვარებაზე მუშაობს. მისივე თქმით, ამ პრობლემის შესახებ ახლა არკვევენ.

გარდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა, დაჰაკულია საერთო სასამართლოების, აჭარის უმაღელსი საბჭოს, ბათუმის საკრებულოს ვებგვერდები. გატეხილია ქედის მერიისა და საკრებულოს, ასევე სახანძრო დეპარტამენტის საიტი. იგივე ფოტო ჩნდება მედიის განვითარების ფონდისა და თავისუფალი უნივერსიტეტის საიტებზე. ასევე, ვებგვერდებზე: rogor.ge, arma.ge, argo.ge. ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დროისათვის 2000-მდე ვებგვერდია დაჰაკული და რაოდენობა იზრდება. ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი საიტები, ძირითადად, „პროსერვისის“ სერვერზე არიან განთავსებული.

ნახეთ მეტი
Back to top button