პოლიტიკა
საბერძნეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა
საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პროკოპის პავლოპულოსი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ იტყობინება e-gov.am.
პროკოპის პავლოპულოსის ხელმძღვანელობით დელეგაცია სომხეთში იქნება 5-6 ნოემბერს.
საბერძნეთის პრეზიდენტის დონეზე ბოლო ვიზიტი სომხეთში 2014 წელს მოხდა, როდესაც კარლოროს პაპულიასი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია სომხეთს.