ეკონომიკა

სომხეთის მთავრობა საგადასახადო ცვლილებების შედეგად ელოდება გარკვეულ ეკონომიკურ აქტივობას

სომხეთის მთავრობა ელოდება გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობას და სოციალური მდგომარეობის ცვლილებას საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შედეგად. როგორც “არმენპრესი” იუწყება “სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ამის შესახებ განაცხადა ეროვნულ ასამბლეაში სრ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
”2020 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები მთელი მოცულობით. სოციალური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიახლოებითი ანგარიშით სავარაუდოდ დაახლოებით 200 000 მოქალაქეს ანაზღაურება გაეზრდება, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button