პოლიტიკა

სომხეთს და ბულგარეთს სურთ გააუმჯობესონ სატრანსპორტო შესაძლებლობები

სომხეთისა და ბულგარეთის მთავრობებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება საერთაშორისო სატრანსპორტო და სატვირთო ტრანსპორტირების შესახებ, მიზნად ისახავს სატრანსპორტო შესაძლებლობების გაუმჯობესებას. “არმენპრეს” -ის ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზახარიევამ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზოჰრაბ მნაცაკანიანთან ერთობლივი ბრიფინგის დროს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მათ აგრეთვე განიხილეს სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხები, აგრეთვე იმსჯელეს მანქანათმშენებლობის, კვების მრეწველობის, მედიცინისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათ სპეციალური ფონდები აქვთ სტარტაპებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button