პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში გაემგზავრება

2020 წლის პირველ ნახევარში, სომხეთის პრემიერ -მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირველი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში გაემგზავრება. ამის შესახებ მან გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში თქვა.
სომხეთის პრემიერ- მინისტრმა აღნიშნა, რომ მათ გაცვალეს მოსაწვევები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
”ჩვენ შევთანხმდით, რომ ოფიციალური ვიზიტი ჯერ მე მექნება რუსეთში, შემდეგ ის ჩამოვა”, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.
პუტინის ჩამოსვლა სომხეთში მოსალოდნელია მომავალი წლის მეორე ნახევარში.

ნახეთ მეტი
Back to top button