პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა მიიღო გაეროს დელეგაცია, გენერალური მდივნის მოადგილე როზმარი დიკარლოს ხელმძღვანელობით

პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო  გაეროს დელეგაცია, გენერალური მდივნის პოლიტიკისა და მშვიდობის აღსრულების საკითხებში მოადგილე, როზმარი დიკარლოს ხელმძღვანელობით. ამის შესახებ იუწყებიან სრ მთავრობიდან.

პრემიერ-მინისტრი მიესალმა ქალბატონ დიკარლოს ვიზიტს სომხეთში და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და გაეროს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. კერძოდ, ნიკოლ ფაშინიანმა მაღალი შეფასება მისცა გაეროს მიერ გაწეულ ინსტიტუციურ მხარდაჭერას სხვადასხვა სფეროში სომხეთში განხორცილებულ რეფორმებში, მათ შორის, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ჩათვლით. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საარჩევნო კოდექსში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობას, რაც უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე ჩატარებას. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ თანმიმდევრულად წარმართოს რეფორმები, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის განვითარებისა და გაძლიერებისკენ.

გაეროს გენერალური მდივანი მიესალმა სომხეთში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და ხაზი გაუსვა გაეროს მზაობას მჭიდრო თანამშრომლობისთვის სომხეთის მთავრობასთან. როზმარი დიკარლომ მიულოცა პრემიერ-მინისტრს სომხეთის ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად არჩევა და წარმატებები უსურვა სომეხ კოლეგებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.

ნახეთ მეტი
Back to top button