პოლიტიკა

რუმინეთის პრინცმა რადუმ პატივი მიაგო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას

სომხეთში მყოფმა რუმინეთის პრინცმა რადუმ წიწერაკაბერდის მემორიალურ კომპლექსში პატივი მიაგო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. “არმენპრეს”-ის ცნობით, რუმინეთის სამეფო ოჯახის სახელით მან ყვავილების გვირგვინით შეამკო სომეხთა გენოციდის მემორიალი. შემდეგ პრინცმა რადუმ ყვავილები დააწყო მარადიულ ცეცხლთან, მოიხსენია 1915 წლის სომეხთა გენოციდის მსხვერპლი. სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ლუსინე აბრაამიანის მეგზურობით, პრინცმა რადუმ დაათვალიერა მუზეუმი, გაეცნო წარმოდგენილ ექსპონატებს. დასასრულს, მან ჩანაწერი გააკეთა მუზეუმის ჟურნალში, სადაც აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობისა და მოგონებების შენარჩუნება ერთადერთი გზაა ტრაგედიების და ტანჯვების აღმოსაფხვრელად, როგორც ახლა, ასევე მომავალშიც.

ნახეთ მეტი
Back to top button