მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ბულგარეთის ვიცე-პრემიერთან ისაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ  ფაშინიანმა მიიღო ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზახარიევი.

როგორც გვაცნობეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან, პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთი მნიშვნელობას ანიჭებს ბულგარეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც ორმხრივ, ასევე  ევროკავშირის ფარგლებშიც.  ”ევროკავშირი არის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი სომხეთის დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგში. ბულგარეთთან ურთიერთობების გაძლიერება და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან გამოცდილების გაცვლა ემყარება ამ ლოგიკას”,  – თქვა მან.

ბულგარეთის ვიცე- პრემიერმა  აღნიშნა, რომ ბულგარეთი მხარს უჭერს სომხეთის დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგს, ევროკავშირსა და სომხეთის პარტნიორობის გაფართოებას და მზად არის გაუზიაროს  თავისი დაგროვილი  გამოცდილება რეფორმირების გატარების საკითხში.  

სომხეთის პრემიერ- მინისტრი და ბულგარეთის ვიცე-პრემიერი საუბრისას შეეხნენ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესს, ისაუბრეს დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზე,  კორუფციასთან ბრძოლის, სასამართლო სისტემის სფეროებში გამოცდილების გაცვლის საკითხზე.

მხარეებმა განიხილეს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებული თემები. ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი დონის მისაღწევად, ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის დაწყების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ბიზნეს-კონტაქტებს, ტურისტულ  ვიზიტებს, ასევე პერსპექტიულ პროექტებს ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინფრასტრუქტურისა და სხვა სფეროებში.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button