ეკონომიკამთავარი

სომხეთი – კავკასიის სილიკონის ველი. ჟურნალ WIRED–ი სომხეთის შესახებ

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა – სომხეთი, ინვესტიციას დებს ხელოვნური ინტელექტის, მეცნიერებისა და საინჟინრო განათლების განვითარებაში, აგრეთვე ხელს უწყობს სტარტაპების ორგანიზებას. “არმენპრეს”-ის ცნობით, ამის შესახებ წერს პრესტიჟული ჟურნალის WIRED იტალიური გამოცემა, რომელიც აშუქებს მსოფლიოში არსებულ ტექნოლოგიურ ცვლილებებს, ეხება რა სექტემბრის ბოლოს სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციაში Cybertech Europe2019, რომში, რომელიც ეძღვნებოდა კიბერ უსაფრთხოებას.
აღნიშნავს რა, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში სომხეთი კვლავ ითვლებოდა “მოსკოვის გარშემო არსებული რესპუბლიკების სილიკონის ველად”, ავტორი წერს, რომ სწორედ ამ მემკვიდრეობის საფუძველზე, სომხეთს სურს ახალი სიცოცხლე შეიტანოს ეკონომიკაში, აქცენტს აკეთებს ხელოვნურ ინტელექტზე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაზე, ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და ა.შ. სტარტაპების ორგანიზებაზე.
ავტორი ეხება არმენ სარგსიანის მიერ ინიცირებულ ATOM (Advanced Tomorrow) პროგრამას და წერს, რომ ATOM ინიციატივას ექნება სამეცნიერო და ტექნოლოგიური კომპონენტი და ის მიმართული იქნება საბავშვო ასაკიდან ახალგაზრდა თაობის სწავლებისკენ. ”ამ ინიციატივის ფარგლებში შეიქმნება მომავლის მუზეუმი, რომელიც ხვალინდელი ხედვის ასასახავად. მეცნიერებათა ქალაქი ორიენტირებულია მათემატიკაზე, ტექნოლოგიურ უსაფრთხოებასა და ხელოვნური ინტელექტის მეცნიერებაზე”, – აღნიშნულია სტატიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button