მთავარიპოლიტიკა

პრემიერ -მინისტრი მიესალმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ისტორიულ გადაწყვეტილებას

სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის Twitter- ის გვერდზე ჩანაწერი  განათავსა, სადაც ის  მიესალმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ ისტორიულ გადაწყვეტილებას  სომხეთის გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით.

”მივესალმები აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას, სომხეთის გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება  არის ძლიერი ნაბიჯი ისტორიული სამართლიანობისა და ჭეშმარიტების აღდგენის მიმართულებით, რაც ასევე ნუგეშია   სომეხთა გენოციდის გადარჩენილ მემკვიდრეთათვის. მიიღეთ  ჩემი გულწრფელი მილოცვა.  აღფრთოვანებული ვარ  ამერიკელ სომეხთა ახალი თაობით, რომლებიც თავგანწირულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევია,  ისინი არიან ამ ისტორიული კენჭისყრის სულისჩამდგმელები და მამოძრავებელი ძალა”, – თქვა პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button