მთავარიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო დელეგაცია რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შაიგუს ხელმძღვანელობით.

ნიკოლ ფაშინიანმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ სომხეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის ხშირი შეხვედრები, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის უწყვეტი გაღრმავება მოწმობს სომხეთ-რუსეთის პარტნიორობის დინამიურ განვითარებაზე. ხაზი გაუსვა, რომ სომხეთ-რუსეთის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ხელს უწყობს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, სომხეთის პრემიერ მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა ორ ქვეყანას შორის სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პროცესის გამო და აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ხელს შეუწყობს მის შემდგომ გაფართოებას.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთ-რუსეთის მოკავშირული თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში აქტიურად და ეფექტურად ვითარდება. სერგეი შაიგუმ კმაყოფილება გამოთქვა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის და მისი შემდგომი განვითარების გამო,  დიდი მნიშვნელობა მიანიჭა 2020 წლის თანამშრომლობის პროგრამის ხელმოწერას.

ნიკოლ ფაშინიანმა და სერგეი შაიგუმ გაცვალეს მოსაზრებები სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული ურთიერთობების განვითარების, სამხედრო-ტექნიკური სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისშესახებ, ასევე სირიაში არსებული ვითარების, მათ შორის სომხეთის ჰუმანიტარული მისიის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button