სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკიანმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ სომეხთა გენოციდის რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით ჩანაწერი გააკეთა „ტვიტერის“ თავის გვერდზე, სადაც მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას სომხეთის გენოციდის აღიარებისთვის.
”სამართლიანობა და ჭეშმარიტებაა თავმოყრილი ისტორიულ HR Res 296 რეზოლუციაში. ეს არის პატივისცემა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი. გმადლობთ 405 ხმისათვის. კიდევ ერთი შესაძლებლობა, ვიმუშაოთ მსოფლიოში მასობრივი სისასტიკეების თავიდან ასაცილებლად, ”- წერს ზოჰრაბ მნაცაკანიანი