საზოგადოება

საქართველოში ყალბ 500-ევროიან ბანკნოტებს ასაღებდნენ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „სპუტნიკი-საქართველო“.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა თურქეთიდან 500 ევროს ნომინალის ყალბი ბანკნოტები შემოიტანა, საიდანაც ათი ბანკნოტი თითქმის 10 ათას ლარად საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა, 25 ერთეული ანალოგიური ნომინალის მქონე ბანკნოტი კი მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოიღეს. ჯამში ამოღებულია 17,5 ევროს ყალბი ბანკნოტები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ყალბი ვალუტის გასაღებას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ნახეთ მეტი
Back to top button