სირიის ჩრდილო – აღმოსავლეთით თურქეთის სამხედრო შეჭრა იწვევს ღრმა შეშფოთებას და რისკებს: ზოჰრაბ მნაცაკანიანი

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის 36-ე სესიაზე გახსნის სიტყვით გამოვიდა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ერევნის სამიტის შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და ამ დროისთვის გამოვლენილი გამოწვევები არ შეცვლილა.
”მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენს რეგიონში სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით თურქეთის სამხედრო შეჭრამ დიდი შეშფოთება გამოიწვია, სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისი წარმოქმნა და დღეისათვის კვლავ რისკის ქვეშ ვიმყოფებით, ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ისლამური სახელმწიფოს აღდგენას ყველა მისი შესაძლო უარყოფითი შედეგებით, ”- თქვა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა უნდა გავრცელდეს მთელ ქვეყანაზე. ”ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პირობებში გარანტირებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის,მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური უფლებების ჩათვლით. არცახის ხალხს უფლება აქვთ გააკონტროლონ საკუთარი ბედი და შექმნან უკეთესი მომავალი თავიანთი მომავალი თაობებისთვის“.