მთავარიპოლიტიკა

წარმომადგენლობითი პალატის რეზოლუცია ძლიერი მესიჯია გენოციდის უარყოფის წინააღმდეგ: სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთი მიესალმება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ 296-ე  რეზოლუციის მიღებას, რომელიც მხარს უჭერს აშშ-ს პოზიციას სომხეთის გენოციდის მიმართ. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

”ეს რეზოლუცია უმნიშვნელოვანესია,  რადგანაც  ის  განამტკიცებს  სომეხტა  გენოციდის აღიარებისა  მისი არდავიწყების საქმეს.   ის მაღლებს 1915-1923 წლეებში ოსმანეთის იმპერიის მიერ 1,5 მილიონი სომეხის გაჟლეტის  შესახებ  ცნობიერებას, მეოცე საუკუნის დასაწყისის გენოციდს შერაცხავს, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს.

იმ დროს, შეერთებული შტატების მოსახლეობა  და მმართველი წრეები  დიდი ძალისხმევის ფასად  რეაგირებდნენ სომეხთა წინააღმდეგ  განხორციელებულ სისასტიკეებზე.ცდილობდნენ ადამიანთა  გადარჩენას, ეხმარებოდნენ მათ ვინც გამოიარა გენოციდის საშინელებანი.  დღეს შეერთებული  შტატები ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი სომხური სათვისტომოს სახლია. ეს არის  განვითარებული და სულისკვეთებით სავსე  თაობა, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს არა მარტო ამერიკის სოციალ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ დიდი დამსახურება მიუძღვის ამერიკელი და სომეხი ხალხის ურთიერთდაახლოის საქმეშიც.

სომხეთი დიდ მალობას მოახსენებს წარმომადგენლობითი პალატის წევრებს 296-ე რეზოლუციისათვის.  ამ რეზოლუციის მიღებით მათმა კენჭი უყარეს ჭეშმარიტებას, ჰუმანიზმს, სოლიდარობასა და ადამიანის უნივერსალური უფლებებისადმი უდიდეს  ვალდებულებას.

ეს რეზოლუცია იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ  საერთაშორისო  საზოგადოებას  დასაყრდენი გაუჩნდეს შემდგომში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გენოციდების ბრძოლის წინააღმდეგ.  ეს რეზოლუცია ძლიერი მესიჯია იმისათვის, რომ კაცობრიობამ შეიგნოს სომეხთა გენოციდის მთელი საშინელება და სამომავლოდ დაგმოს მისი გამოვლინების ნებისმიერი ფორმა.  

დღეს ჩვენ მადლობას მოვახსენებთ, მსოფლიოს სხვა დანარჩენ სახელმწიფოებს იმ ძალისხმევისათვის, რომლებსაც ისინი იჩენენ  სომხეთის გენოციდის აღიარებისათვის.

სომხეთი  ვალდებულია  გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა თავის საერთაშორისო პარტნიორთან,  თანმიმდევრულად და მტკიცედ შექმნას საფუძვლები  გენოციდებისა და ადამიანის უფლებების მასიური დარღვევების  თავიდან ასაცილებლად ”, – ნათქვამია სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button