ეკონომიკა
არაიკ ჰარუთიანიანი: მასწავლებელთა ხელფასები კვლავ გაიზრდება
კვლავ გაიზრდება მასწავლებელთა ხელფასები. ამის შესახებ სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა არაიკ ჰარუთიანმა ჩანაწერი გააკეთა Facebook- ის საკუთარ გვერდზე.
”პირველად, სახელმწიფო დონეზე, დაწესებულია მასწავლებლის მინიმალური ანაზღაურება 108 ათასი სომხური დრამი. არც ერთი მასწავლებელი ამაზე ნაკლებს არ მიიღებს”,- წერს მინისტრი.
მისი თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის მთავრობის 5 სექტემბრის სხდომაზე გადაწყდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მასწავლებლების ხელფას სექტემბრის თვიდან გაიზარდოს 10 %-ით.