
საწარმოთა ინკუბატორული ფონდმა და ეთიოპიის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტრომ ადის-აბებაში ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ისინი ითანამშრომლებენ მაღალი ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და ინოვაციების სფეროებში. საწარმოთა ინკუბატორული ფონდის ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში, გათვალისწინებულია ინჟინერიის ქალაქის მოდელის დანერგვა ეთიოპიის Talented and Gifted Center-ში.
ადიდის აბაბაში მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეთიოპიის ინოვაციისა და ტექნოლოგიის მინისტრმა გეთჰუნ მეკურიამ და საწარმოთა ინკუბატორული ფონდის ბიზნესის განვიტარების პროგრამის ხელმძღვანელმა ამალია ეღოიანმა.
ეს არის ახალი პარტნიორობის დასაწყისი, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიური უნარების განვითარების პროექტებს, R&D ლაბორატორიებს, გამოცდილების გაცვლის პროგრამებს, რათა ხელი შეუწყონ ორივე ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას.