საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციასთან 1 ნოემბერს აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია გაიმართება

გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ, – კამპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ 1 ნოემბერს 19:00 სთ-ზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია დღეს ანა დოლიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

„ქვეყანაში აზარტული თამაშების ეპიდემიაა. ამ სენის გამო უამრავი ადამიანი იკლავს თავს! ხელისუფლება კი დუმს. საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა არა თუ იცავს მოსახლეობას, არამედ ხელს უწყობს მათ ჩართვას აზარტულ თამაშობებში.

გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა! კამპანია „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ პირველ საჯარო შეკრებას იწყებს, სადაც გაჟღერდება კონკრეტული მოთხოვნები.

ერთად გამოვაღვიძოთ ხელისუფლება, რომ გაიგოს ხალხის ხმა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უკვე ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა.

კაპანიის ორგანიზატორები ლინკსაც ავრცელებენ , რომლის საშუალებითაც, მსურველებს შეუძლიათ, შეუერთდნენ აქციას .

ნახეთ მეტი
Back to top button