მთავარიპოლიტიკა

მჰერ გრიგორიანმა და ანდრეა ვიქტორინმა განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები

ვიცე-პრემიერ მინისტრმა მჰერ  გრიგორიანმა მიიღო ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ანდრეა ვიქტორინი.  როგორც ვიცე-პრემიერი ოფისი გვაცნობებს, მჰერ  გრიგორიანმა განაცხადა, რომ  ევროკავშირი არის სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც მუდამ  მხარს უჭერს  ჩვენს ქვეყანას რეფორმების განხორციელებაში. ელჩმა ვიქტორინმა კმაყოფილების გრძნობით  ილაპარაკა  ევროკავშირსა და სომხეთის ურთიერთობებში მიღწეული შედეგებისა და პროგრესის შესახებ. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის ირგვლივ, ისაუბრეს სომხეთისთვის გაწეული ტექნიკური დახმარების შესახებ. საუბარი შეეხო 2020 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ მიმართულებებს, ასევე, იუსტიციის და პოლიციის სექტორში განხორციელებულ რეფორმებს. ვიცე-პრემიერმა მჰერ  გრიგორიანმა და ევროკავშირის ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა ასევე განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების და გაღრმავების პერსპექტივები.

ნახეთ მეტი
Back to top button