მთავარიპოლიტიკა

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ პრინციპები შეესაბამება მთავრობის პრიორიტეტებს: პრემიერ – მინისტრი

პრემიერ -მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის აღმასრულებელი დირექტორი სანჯეი პრადანი.

როგორც  გვაცნობეს სრ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან, ნიკოლ ფაშინიანმა  აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მონაწილეობას ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში, რომლის პრინციპები სრულიად შეესაბამებიან  ჩვენი მთავრობის პრიორიტეტებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, სომხეთი სტაბილურად წინ მიიწევს  დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისაკენ, ხოლო მთავრობამ უკვე დაამტკიცა სტრატეგია  სამართლებრივ და ანტიკორუფციულ სფეროებში.

სანჯეი პრადანმა აღნიშნა, რომ სომხეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს მიკუთვნებული  „ღია მმართველობის პარტნიორობის“  წევრ 79 ქვეყანათა ფარგლებში, როგორც დემოკრატიის შთამბეჭდავი განვითარების მქონე ქვეყანას ღია მმართველობა მზადაა დაეხმაროს სომხეთს ამ მიმართულებით.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი სამაგალითოა ღმპ-ის  ვალდებულებების შესრულებაში.  შეხვედრისას  საუბარი შეეხო  შემდგომ ერთობლივ  მუშაობას. სანჯეი პრადანმა წარმოადგინა წინადადებები იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც მიმართულნი არიან ხელისუფლების მიმართ  მოქალაქეების ნდობის ამაღლებისკენ, მან მზადყოფნა გამოთქვა  დახმარება გაუწიოს სომხეთის მთავრობას სასამართლო, ანტიკორუფციული, ეკონომიკური რეფორმების, შესყიდვების გამჭვირვალობის გაზრდისა  და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური  მონაწილეობის სფეროებში.

მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ღია მმართველობის პარტნიორობისა და  სომხეთის შემდეგი სამოქმედო გეგმის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button